სომხური ეკლესია ვარაგას მთაზე ჯვართამაღლებას აღნიშნავს

სომხური ეკლესია ვარაგას მთაზე ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია ვარაგას წმინდა მთაზე ჯვართამაღლებას ზეიმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

“ჯვართამაღლება ვარაგას მთაზე სომხურ ეკლესიაში ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, იგი VII საუკუნიდან აღინიშნება და განსაკუთრებულ დღესასწაულად ითვლება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.