სხვა რამ კი არ არის ფაშიზმი?! ეს არის ადამიანების გამოყოფა გარკვეული ნიშნით, ამ ჯგუფზე თავდასხმა - ამ [ჩემი] პოსტის შემდეგაც ყოველდღე
ვხედავთ ნიშნებს, თუ რატომ არის ადამიანთა ეს ჯგუფი სექტანტური აზროვნების და რატომ არის აგრესიული და ფუნდამენტალისტური სექტა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მის მიერ განთავსებულ პოსტზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციებზე მდგომ პირებს „სამყარო დაყოფილი აქვთ თავისიანებად და სხვებად“.
„როდესაც ყალიბდება სექტა, შეუძლებელია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც მიემხროს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის აგრესიული, ფუნდამენტალისტური სექტა, რომელსაც სამყარო დაყოფილი აქვს თავისიანებად და სხვებად. ვხედავთ თავდასხმებს მათ მიმართ, ვისაც არ თვლიან თავისიანად. ამ პოსტის შემდეგ რამდენი მტკიცებულება იყო წარმოდგენილი. ფეხბურთელებზე თავდასხმა, თავდასხმა პოლიტიკური მოტივაციით. ხომ ვნახეთ, რომ ვინმე კი არ საუბრობს სწორი იყო თუ არა საფეხბურთო ტაქტიკა, რომელმა ითამაშა ძლიერად, ან სუსტად. პირდაპირ არის პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე თავდასხმა. სხვა რამ კი არ არის ფაშიზმი? ეს არის ადამიანების გამოყოფა გარკვეული ნიშნით, ამ ჯგუფზე თავდასხმა. რასაც ვაკვირდებით, ამ პოსტის შემდეგაც ყოველდღე ვხედავთ ნიშნებს თუ რატომ არის ადამიანთა ეს ჯგუფი სექტანტური აზროვნების და რატომ არის აგრესიული და ფუნდამენტალისტური სექტა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.