ნიკა გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია! ყველა, ვინც გვაშორებს თეთრ დღეს, ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მის ფურცლებზე შავი ასოებით ჩასაწერად!

დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ყველაზე ცუდი დღე. არავინ და არაფერი არ მახსენდება ამ დღეს. ჩემთვის მას არც სიმბოლო ჰყავს, არც გმირი, არც ანტიგმირი. საშინელი, ცარიელი, შავი დღეა, როცა ყველაფერი დამთავრდა. არ ველოდები, სხვებთან ერთად ვცდილობ მოვაახლოო თეთრი დღე, რომელიც ყველაფერს ხელახლა დაიწყებს - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა გვარამია საზოგადოებას მოუწოდებს დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს შეუერთდნენ მსვლელობას, “პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა!”.

“დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ყველაზე ცუდი დღე. არავინ და არაფერი არ მახსენდება ამ დღეს. ჩემთვის მას არც სიმბოლო ჰყავს, არც გმირი, არც ანტიგმირი. უამრავი გმირი, სიმბოლო, ტრაგედია, ბევრზე ბევრი ანტიგმირი სხვა დღეებზე ნაწილდება - მანამდეც და მერეც - მაგრამ არა ამ დღეზე. ამ დღეს არავინ არ ჰყავს, საშინელი, ცარიელი, შავი დღეა, როცა ყველაფერი დამთავრდა. არა და, ბევრისთვის ჯოჯოხეთი ამ დღეს დაიწყო: ჭუბერის, დევნილობის სიმწარის, მოლოდინის უიმედობის. მაგრამ ეს მაინც ყველაზე უარესი დღეა. ეს მაინც ბოლო დღეა, როცა ყველაფერი დამთავრდა. არ ველოდები, სხვებთან ერთად ვცდილობ მოვაახლოო თეთრი დღე, რომელიც ყველაფერს ხელახლა დაიწყებს. ისევ იმ ზღვას, ისევ იმ სახლს, ისევ იმ სუნს, ისევ იმ სიმყუდროვეს დამიბრუნებს. დაგვიბრუნებს ყველას. არ მახსოვს, ამ დღეს როდის გავედი ბოლოს სახლიდან. დღეს გავდივარ, რათა ზუსტად ის ვთქვა, რომ ერთად დავდგებით და თეთრი დღეც დადგება. დღე, როცა ყველაფერი ხელახლა დაიწყება: ისევ ის ზღვა, ისევ ის სახლი, ისევ ის სუნი, ისევ ის სიმყუდროვე. დღეს, 27 სექტემბერს, 7 საათზე, მსვლელობა უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გმირთა მოედნამდე. პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია! ყველა, ვინც გვაშორებს თეთრ დღეს, ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მის ფურცლებზე შავი ასოებით ჩასაწერად! ერთად, გმირების მემორიალთან, 7 საათზე!”, - წერს ნიკა გვარამია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში