შალვა პაპუაშვილი - თაღლითების გვერდით დგას „ალდე“, რომელიც არის ევროპული გაერთიანება, მისი ლიდერები გახლავთ კაია კალასი, მარტა კოსი, ისინი უმაგრებენ ზურგს თაღლითებს - ველი პასუხს „ალდესგან“

თაღლითების გვერდით დგას „ალდე“, რომელიც არის ევროპული გაერთიანება. მისი ლიდერები გახლავთ კაია კალასი, მარტა კოსი და ზოგიერთი სხვა ევროპელი ლიდერები, ისინი უმაგრებენ ზურგს თაღლითებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „თუ არ იქნება შესაბამისი პასუხი, გაჩნდება ქართველი ხალხის აზრი „ალდესთან“ დაკავშირებითაც, როგორც ტერორისტების და ქსენოფობების მიმართ“.

„რაც შეეხება ე.წ. „არაბიზაციის“ სლოგანს, ეს არის სრული სიცრუე. ვნახეთ, რომ გაყიდვები დაიწყო და ქართველებიც ყიდულობენ ბინებს. ამიტომ ეს სრული აბსურდია.

ერთადერთი მიზეზი „ლელოს“ დაარსების, იყო ის რომ თაღლით ხაზარაძეს მილიონ ნახევარი წაეღო საქართველოს ბიუჯეტიდან ყალბი სარჩელით, რომელშიც ის დამარცხდა შიგნითაც და საერთაშორისო არბიტრაჟზეც. ამიტომ თაღლითური პარტიისგან არც ტერორიზმი გვიკვირს და არც ქსენოფობია.

საქმე იმაშია, რომ ამ თაღლითების გვერდით დგას „ალდე“, რომელიც არის ევროპული გაერთიანება. მისი ლიდერები გახლავთ კაია კალასი, მარტა კოსი და ზოგიერთი სხვა ევროპელი ლიდერები. აი, ისინი უმაგრებენ ზურგს თაღლითებს. მათ მხარი დაუჭირეს თაღლითებად და ტერორისტებად აღიარებულ ხალხს. ახლა იმისი კითხვა, სადამდე მივლენ? ქსენოფობიასაც დაუჭერენ მხარს?!

მე ველი პასუხს „ალდესგან“, ან „ალდე“ გაემიჯნება ქსენოფობიას, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა დაანონსებული აქვთ. რადგან, ლიბერალურ პარტიას ეძახიან თავს და ყველაზე არალიბერალები ჰყავთ თავიანთ რიგებში.

თუ არ იქნება შესაბამისი პასუხი, გაჩნდება ქართველი ხალხის აზრი „ალდესთან“ დაკავშირებითაც, როგორც ტერორისტების და ქსენოფობების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში