„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო მომავლისთვის აუცილებელი პირობაა.
სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს მიაგებს პატივს და აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა საერთო ეროვნული საქმეა.
როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის ძლიერი სახელმწიფო გვჭირდება ურყევი ევროპული კურსით, ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი ჯარით და თავისუფალი ადამიანებით.
“27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.
პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ომის უმძიმესი ფასი გადაიხადა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი საერთო ეროვნული საქმეა. ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენა კი ჩვენი საერთო მომავლისთვის აუცილებელი პირობა.
ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის ძლიერი სახელმწიფო გვჭირდება ურყევი ევროპული კურსით, ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი ჯარით და თავისუფალი ადამიანებით”,- წერს ხაზარაძე.