ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში გარანტირებული და ღირსეული უსაფრთხოების დამყარება გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ნიშნავს

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გასულ კვირას 2 200-ზე მეტი დრონი, 1 650-მდე საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 38 რაკეტა გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გაშვებული რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი ბალისტიკური რაკეტები იყო.

ამასთან, ზელენსკის ინფორმაციით, წუხელ რუსეთის თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა, კერძოდ, სამი ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეს ოლქში, ერთი კი - კიევში.

ზელენსკის განცხადებით, თავდასხმების სამიზნე იყო საცხოვრებელი სახლები, ენერგეტიკული და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ოდესის, ხარკოვის, სუმის, მიკოლაივის, ხერსონის, პოლტავის, ჟიტომირისა და კიევის ოლქებში. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დილით რუსეთმა კიევში მდებარე მონაცემთა ცენტრს ორჯერ დაარტყა. პირველი დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი ბავშვი.

“მუდმივად ვმუშაობთ ევროპელებთან, ამერიკასთან, კანადასთან, იაპონიასთან, ავსტრალიასთან და სხვა პარტნიორებთან ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად და რეალური დიპლომატიის წინსვლისთვის. სამწუხაროდ, რაც გვაკლია არის ჩინეთისა და ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის, ”დიდი ოცეულის” ქვეყნებისა და გლობალური სამხრეთის თანმიმდევრულად ძლიერი პოზიცია. თითოეულ ამ ქვეყანას აქვს გავლენა რუსეთზე და შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობის რეალობად ქცევას. აქ, უკრაინაში, გარანტირებული და ღირსეული უსაფრთხოების დამყარება გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ნიშნავს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც განზე არ დგას და უკრაინას ეხმარება”, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში