ირაკლი კუპრაძე - 33 წლის წინ რუსმა გამყოფი ზოლი გაავლო ჩვენსა და აფხაზეთს შორის, მაგრამ ვერ გაყო ჩვენი მეხსიერება, ისტორია და ქვეყანა - დარწმუნებულები ვართ, სულ მალე რუსული ოკუპაცია დასრულდება და აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ ვდგავართ ენგურის ხიდთან. სწორედ ამ დღეს 27 სექტემბერს, 33 წლის წინ რუსმა გამყოფი ზოლი გაავლო ჩვენსა და აფხაზეთს შორის, მაგრამ ამით ვერ გაყო ჩვენი მეხსიერება, ჩვენი ისტორია და ჩვენი ქვეყანა. ყველა, ვინც თავს საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევს, არასოდეს დააყენებს ეჭვქვეშ ფაქტს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა! - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ გვჭირდება ნდობის აღდგენა ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, რისთვისაც აუცილებელია “ძლიერი, კეთილდღეობით სავსე საქართველო ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი ინფრასტრუქტურით - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით”.

“ჩვენ ვდგავართ ენგურის ხიდთან. სწორედ ამ დღეს 27 სექტემბერს, 33 წლის წინ რუსმა გამყოფი ზოლი გაავლო ჩვენსა და აფხაზეთს შორის, მაგრამ ამით ვერ გაყო ჩვენი მეხსიერება, ჩვენი ისტორია და ჩვენი ქვეყანა. თუმცა გაიყვნენ ოჯახები, მეგობრები. ეს უკანანონო და უსამართლო ოკუპაცია დღემდე გრძელდება. ყველა, ვინც თავს საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევს, არასოდეს დააყენებს ეჭვქვეშ ფაქტს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა! ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ეს პროცესი ვერ შედგება ძლიერი სახელმწიფოს გარეშე. სახელმწიფოს გარეშე, რომელსაც აქვს ევროპული მომავალი, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი საერთაშორისო პოზიციები და ძლიერი ჯარი, რომელიც მშვიდობის დაცვის მთავარი გარანტია. სწორედ ამიტომ გვჭირდება ევროკავშირის ძლიერი ოჯახის წევრობა. საქართველომ უნდა დაიბრუნოს ევროპული გზა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ქვეყნის შემდგომი საერთაშორისო იზოლაცია, რადგან იზოლირებული და დასუსტებული საქართველო, პირდაპირ ზრდის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სრული ანექსიის საფრთხეს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია რუსეთმა. რუსული საოკუპაციო ჯარი დგას ქართულ მიწაზე და ყველა მეთოდით ცდილობს ხელი შეუშალოს ერთიანი ძლიერი საქართველოს არსებობას, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ახსოვს არაერთი დამარცხებული იმპერია და დარწმუნებულები ვართ, რომ სულ მალე რუსული ოკუპაცია დასრულდება და ჩვენ აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვჭირდება ნდობის აღდგენა ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, რისთვისაც გვჭირდება ძლიერი, კეთილდღეობით სავსე საქართველო ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი ინფრასტრუქტურით - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით. ანაკლია მხოლოდ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ეკონომიკური კარიბჭე არ არის, ის უნდა გახდეს ძლიერი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ქვაკუთხედი ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენისა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს განვითარების გზაზე. ძლიერი ეკონომიკა, მოქალაქეების კეთილდღეობა არის აღდგენილი ურთიერთობების საფუძველი. აფხაზეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ნათლად უნდა დაინახონ ის რეალური სარგებელი, შესაძლებლობები და უსაფრთხოება, რომელსაც ერთიან, ევროპულ და განვითარებულ საქართველოში ცხოვრება მოუტანს მათ და მომავალ თაობებს. ძლიერი ეკონომიკისა და ევროინტეგრაციის სადარაჯოზე კი აუცილებლად უნდა იდგეს ძლიერი ქართული ჯარი. რომელსაც არ ძარცვავენ, არ ასუსტებენ და რომლის მთავარი დანიშნულება ქვეყნისა და მშვიდობის დაცვაა. ძლიერი ქართული არმია არის მშვიდობის რეალური გარანტია და სწორედ ძლიერი სახელმწიფოს შექმნით, ევროპული კურსის დაბრუნებით, ეკონომიკური განვითარებით, საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებითა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდით შევქმნით იმ პირობებს, რომელშიც შესაძლებელი გახდება ჩვენი დევნილების ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში. დევნილების დაბრუნება არ არის მხოლოდ წარსულის ვალის გასტუმრება - ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და მიზანი. ჩვენ გვჯერა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი დაბრუნება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა ძლიერი საქართველო - ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი ჯარით, ევროპული მომავლით და საერთაშორისო საზოგადოებაში თავისი ღირსეული ადგილით. სოხუმის დროებითი დაცემის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა დავკარგეთ და ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევქმნათ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით. დიდება გმირებს! დიდება ერთიან, ძლიერ საქართველოს!“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში