შალვა პაპუაშვილი - როცა ვსაუბრობთ ქვეყნის გამთლიანებაზე, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე, ჩვენი გზა არის შერიგების გზა - გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე დაპირისპირების გამო, რომელიც ჩვენს შორის იყო - შერიგება ასე ხდება

როცა ვსაუბრობთ ქვეყნის გამთლიანებაზე, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე, ერთიან სახელმწიფოზე, ჩვენი გზა არის შერიგების გზა - გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე იმ დაპირისპირების გამო, რომელიც ჩვენს შორის იყო - შერიგება ასე ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მათი პოლიტიკაა, „მოვიშუშოთ იარები და ამ იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია“.

„რუსეთისთვის რა ბოდიშის მოხდაზეა საუბარი იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც სასამართლო დავით დაამტკიცა, რომ რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას. ტყუილია, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთს უნდა [მოვუხადოთ ბოდიში]. როცა ვსაუბრობთ ქვეყნის გამთლიანებაზე, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებაზე, ერთიან სახელმწიფოზე, ჩვენი გზა არის შერიგების გზა - გზა, რომელიც აუცილებლად გადის სინანულზე იმ დაპირისპირების გამო, რომელიც ჩვენს შორის იყო. შერიგება ასე ხდება. მეორე გზა არის მტრობის გზა, რომელიც არჩეული აქვს მიხეილ სააკაშვილს, ბარამიძეს, გვარამიას და ჩერგოლეიშვილს. მათი პოლიტიკა არის იარების გახსნა. ჩვენი პოლიტიკაა, მოვიშუშოთ იარები და გავიხედოთ წინ, ამ იარების მოშუშება ურთიერთსინანულისა და ურთიერთშენდობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ხოლო მათი გზა არის მტრობის და ომის გზა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში