მარია ზახაროვა - მოლაპარაკებები, რომელიც გერმანელებმა თავად ითხოვეს, მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, რომ ეჩვენებინათ გარკვეული აქტიურობა, თუნდაც მცირედით, გაეუმჯობესებინათ მერცის დაცემული რეიტინგი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების გამართვა იმ მიზნით მოითხოვა, რომ გერმანელებისთვის გარკვეული დიპლომატიური აქტიურობა ეჩვენებინა და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, დაცემული რეიტინგი გაეუმჯობესებინა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა.

“ჩემი ვარაუდით, ეს მოლაპარაკებები, რომელიც მათ თავად ითხოვეს, მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, რომ როგორმე გერმანელებისთვის ეჩვენებინათ გარკვეული აქტიურობა, რა თქმა უნდა, აქ ბრჭყალებში ვსვამთ - „ოფიციალური ბერლინის დიპლომატიურ ასპარეზზე აქტიურობა. ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რომ როგორმე, თუნდაც მცირედით, გაეუმჯობესებინათ მერცის დაცემული რეიტინგი”, - აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულის განცხადებით, გუშინ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ნიუ-იორკში გამართული შეხვედრა ინტენსიური იყო, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ვადეფულის განცხადებით, მან რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ გერმანიისთვის მიუღებელია რუსეთის მხრიდან ესკალაცია. მისი თქმით, გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას შეინარჩუნებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში