პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო პირობებში იმყოფება და არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, სიცრუეს უწოდებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო პირობებში იმყოფება და არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, - ამის შესახებ ინფორმაციას, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, მსჯავრდებულ მუსელიანცის მიერ გაჟღერებული ბრალდებები არის პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.

„აუცილებელია, აღინიშნოს, რომ მუსელიანცი გამოირჩევა კონფლიქტური ქცევით არა მხოლოდ დაწესებულების ადმინისტრაციის, არამედ სხვა მსჯავრდებულების მიმართ, რის გამოც ხშირად უწევს საკნის შეცვლა. დაწესებულების დებულების შესაბამისად კი, როდესაც ხდება მსჯავრდებულის გადაყვანა ერთი საკნიდან მეორეში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება გარკვეული დროით მისი განთავსება ე.წ. კარანტინში. შესაბამისად, მუსელიანცისთვის, რომელმაც უკვე არაერთი საკანი შეიცვალა, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საკნიდან გაყვანისას იგი კარანტინში იქნებოდა განთავსებული და მისი განცხადება, თითქოს მოულოდნელად გადაიყვანეს კარანტინში და ეს გაკეთდა მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, სრული სიცრუეა.

სიცრუეა მისი განცხადებებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ანტისანიტარიასა და კომუნიკაციების მოუწესრიგებლობაზე. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის მიზნით რეგულარულად ხორციელდება დასუფთავება და შესაბამისი სადეზინფექციო ღონისძიებები, რასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს ინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია და ეს საკითხი პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მსჯავრდებული ცრუობს, როდესაც აცხადებს, თითქოს დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია პატიმართა დიდი რაოდენობის გამო. სინამდვილეში მსჯავრდებულ/ბრალდებულებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სამედიცინო პერსონალს, დაწესებულებაშივე მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა და ნებისმიერი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევისა თუ მკურნალობის უზრუნველყოფა.

ასევე, სრული სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ხარისხიანი საკვები არ მიეწოდებათ. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულთა კვება ხორციელდება დადგენილი მენიუსა და შესაბამისი კვებითი/სანიტარიული მოთხოვნების დაცვით. კვების ხარისხის კონტროლი კი პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას კორესპონდენციის შემოწმების შესახებ, აღვნიშნავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში კორესპონდენციის მიღება, გაგზავნა და შემოწმება ხორციელდება უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, შინაარსის გაცნობის გარეშე. მუსელიანცის განცხადება მისივე წერილის შინაარსს ეწინააღმდეგება, ვინაიდან ცხადზე ცხადია, რომ მას აქვს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად მიაწვდინოს წერილი მედიასაშუალებებს. შესაბამისად, კონკრეტული შემთხვევის წარმოჩენა დაწესებულების თანამშრომლების მიერ უკანონო „ცენზურის" დამკვიდრებად, წარმოადგენს საკითხის არასწორ ინტერპრეტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა, უსაფრთხოებისა და სათანადო პირობების უზრუნველყოფა სამსახურის პრიორიტეტია. შესაბამისად, სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისას დაეყრდნონ გადამოწმებულ და დადასტურებულ ფაქტებს და თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც არ ასახავს რეალობას და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებას ემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში