“ძლიერი საქართველო-ლელოს“ ორგანიზებით, ზუგდიდში მსვლელობა „რუსეთი მტერია“ გაიმართა

“ძლიერი საქართველო-ლელოს“ ორგანიზებით, ზუგდიდში, თავისუფლების მოედნიდან - ეროვნული გმირების სკვერამდე მსვლელობა „რუსეთი მტერია“ გაიმართა.

მსვლელობის მონაწილეებს ეროვნული გმირებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული საქართველოს მოქალაქეების ფოტოები ეჭირათ.

„ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, სოხუმის დაცემა არის დროებითი მოვლენა.

„33 წლის წინ რუსულმა ცეცხლმა გაყო საქართველო საოკუპაციო ხაზით, თუმცა ეს არის დროებითი გაყოფა. სოხუმის დაცემა არის დროებითი მოვლენა. იმიტომ, რომ დღეს ენგურის ხიდთან მოვისმინე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ სოხუმში მცხოვრები აფხაზები და ზუგდიდში მცხოვრები დევნილები ერთმანეთს აქტიურად ეკონტაქტებიან და საუბრობენ ერთიანი საქართველოს მომავალზე“, - განაცხადა კუპრაძემ.

მსვლელობის დასასრულს მათ ეროვნული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში