შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას. ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ეხმაურება სოხუმის დაცემის დღეს.
შვედეთი პატივს მიაგებს ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და ღრმა თანაგრძნობას უცხადებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს.
„33 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან.
დღეს პატივს მივაგებთ ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.
შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას და ღრმა თანაგრძნობას უცხადებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს“, - წერია განცხადებაში.