ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი ბიჭი დაშავდა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მოზარდები ბათუმის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა, მსუბუქი ავტომობილი მოპედს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.