ვახტანგ კაპანაძე - “დიპლომატია ძალის გარეშე იგივეა, რაც ორკესტრი ინსტრუმენტების გარეშე”, დიპლომატიის პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი არის არა ის, რას იყენებ, არამედ ის, რაც ჯერ არ გამოგიყენებია - შეიარაღების მხრივ რეგიონში ყველაზე სუსტად გამოვიყურებით

მოვისმინეთ ხელისუფლებისგან, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, მაგრამ ერთადერთი ბოდიში ვისთვისაც გვაქვს მოსახდელი აფხაზეთში დაღუპული ბიჭები არიან, რომლებიც აფხაზეთის მიწაში არიან და მათ საფლავებზეც კი ვერ ჩავდივართ. არ უნდა ვთქვათ რა საშინელება ხდებოდა, მხოლოდ იმიტომ რომ იქით მხარეს ეწყინება? - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა “პოლიტ -ქალაქი” განაცხადა, სოხუმის დაცემიდან 33 წლის გასვლის შესახებ ისაუბრა და მიმდინარე საოკუპაციო პოლიტიკა შეაფასა.

მისივე თქმით, დღეს საოკუპაციო საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკა არ გვაქვს.

“მე ამ თემასთან დაკავშირებულ ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავ, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს”, - აცხადებს კაპანაძე.

გენერალ-მაიორის თქმით, აფხაზებს შეუძლიათ ე.წ. საზღვარზე გადმოვლა და უსასყიდლოდ სამედიცინო დახმარების მიღება, რაც ძალიან დადებითი ნაბიჯია, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, “შთაბეჭდილება რჩება, რომ მათ ჰგონიათ, ჩვენ მათთან ვალდებულება გვაქვს, რადგან ვართ დამნაშავეები”.

კაპანაძემ ისაუბრა სოხუმის დაცემის დღეზე და ხაზი გასუვა, რომ ეს იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი საომარი ოპერაცია.

“არავის სჯეროდა, რომ შეიძლებოდა სოხუმი დაცემულიყო. შემართებით ვიყავით და ველოდებოდით, როდის შემოვიდოდა ჯარი და პოზიციებს დავიბრუნებდით. მე ვთვლი, რომ ბევრმა ერთმანეთზე დადებულმა პირობამ შექმნა ის ვითარება, რამაც შემდგომში გამოიწვია სოხუმის დაცემა. ეს არ იყო სეპარატისტებისა და ქართველების შეტაკება. ეს იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი საომარი ოპერაცია, სადაც მონაწილეობდა მთელი ჩრდილოკავკასია, რუსეთის მოხალისე კაზაკობა და რუსეთის ოფიციალური შეიარაღებული ძალები. მათ გარდა კიდევ იყვნენ გერმანიიდან გამოყვანილი ჩვენი ჯარები, რომლებიც ოჯახებით იყვნენ კარვებში და ვერ მისცეს საცხოვრებლები აღმოსავლეთ გერმანიიდან გამოსვლის შემდეგ. მიდიოდნენ მათთან აფხაზები და ჰპირდებოდნენ საცხოვრებელ სახლსა და ფულს, ლამაზ სურათს უხატავდნენ, თორემ აფხაზებს არც არტილერისტები, არც მედესანტეები და მფრინავები არ ჰყავდათ.

დღეს საოკუპაციო საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკა არ გვაქვს. მე ამ თემასთან დაკავშირებულ ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავ, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს და რა პოლიტიკაა ეს არ ვიცი. აფხაზებს შეუძლიათ გადმოვიდნენ „საზღვარზე“ და ჩვენთან უფასოდ იმკურნალონ. ეს ძალიან დადებითია ჩვენი ურთიერთობებისთვის და რბილი ძალის ნაწილია, მაგრამ მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ მათთან ვალდებულება გვაქვს, რადგან ჩვენ ვართ დამნაშავეები. მახსოვს, არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებდნენ პროგრამებს ადრე ახალგაზრდებს ახვედრებდნენ ერთმანეთს მაგრამ ახლა ესეც გაჩერებულია. მოვისმინეთ ხელისუფლებისგან, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, მაგრამ ერთადერთი ბოდიში ვისთვისაც გვაქვს მოსახდელი აფხაზეთში დაღუპული ბიჭები არიან, რომლებიც აფხაზეთის მიწაში არიან და მათ საფლავებზეც კი ვერ ჩავდივართ. არც იმის დამალვა არაა საჭირო, რომ ჩვენ უკან ვიხევდით, ჩვენ რომ უკრაინელებივით წინ წავსულიყავით იმდენ ცუდსა და საშინელებას ვნახავდით, რაც რუსებმა ბუჩაში გააკეთეს, არანაკლები იყო გაკეთებული გაგრაში, ბიჭვინთაში, განთიადში და სხვა მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე.... არ უნდა ვთქვათ რა საშინელება ხდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ იქით მხარეს ეწყინება?“, - განაცხადა კაპანაძემ.

გარდა სოხუმის დაცემის დღისა, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გადაცემაში ზოგად კონტექსტში ისაუბრა ქართული ჯარის გაძლიერების მნიშნველობაზე და დიპლომატიაზე ძლიერის პოზიციიდან.

მისი თქმით, დღეს რეგიონში სამხედრო შეიარაღების და თავდაცვის ბიუჯეტის განაწილების ნაწილში საქართველო ყველაზე სუსტია და ჩამორჩება მეზობლებს - აზერბაიჯანსა და სომხეთს.

კაპანაძის განცხადებით, “იშვიათად უნახავს რომელიმე დიპლომატიური წარმატება, რომლის უკანაც ძალა არ იდგა”.

“არავის არ უნდა სუსტი დაიყენოს გვერდით, რადგან ის იქით დასაცავია ყველა პატივს სცემს ძლიერს და სუსტი ეცოდებათ, ფონ ბისმარკს აქვს ნათქვამი, რომ “დიპლომატია ძალის გარეშე იგივეა, რაც სიმფონიური ორკესტრი, რომელიც უკრავს მუსიკას ინსტრუმენტების გარეშე”. მთავარი ინსტრუმენტი დიპლომატიის პოლიტიკის არის არა ის თუ რას იყენებ, არამედ ის რაც ჯერ არ გამოგიყენებია, რა ძალა დგას შენი სიტყვების უკან. მე იშვიათად მინახავს რომელიმე დიპლომატიური წარმატება, რომლის უკანაც ძალა არ იდგა. გამიჭირდება იმაზე ლაპარაკი ჩვენ რას ვაკეთებთ ამ მდგომარეობაში, რატომღაც ისეთი შთაბეჭდილებაა შექმნილი თითქოს რაც უფრო გავასაიდუმლოებთ ქართული შეიარაღებული ძალების ცხოვრებას, მით უფრო ძლიერის იმიჯი შეგვექმნა. ვინც შევა ინტერნეტში ყველა ნახავს; შეიარაღება რა გააჩნია აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს, რა თავდაცვის ბიუჯეტი აქვს, რამდენი შეიარაღებული ძალა ჰყავს. აღმოჩნდება რომ ძალა ძალიან მნიშვნელოვანია. ვის აქვს ბოლო პერიოდში სამხედრო გამოცდილება აზერბაიჯანს, სომხეთსა თუ საქართველოს. გული რომ ვაჟკაცური გვაქვს და ქართველები ვართ, ყველამ ვიცით, მაგრამ ეს ხომ საიდუმლოს გაჟღერება არ არის, რომ ამ მხრივ ყველაზე სუსტად გამოვიყურებით და ვართ კიდეც. "ნამახვანჰესის" ჯარიმა იმდენივეა, რამდენიც ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი”, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძე ასევე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ "1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ".

“რაც შეეხება გია ბარამიძის განცხადებას, ეს იყო პოლიტიკური სიბრიყვე, მე მსგავსი რამ არც გამიგია და არც შევსწრებივარ. ამის გამო მას უნდა გადაეხადა დიდი პოლიტიკური ფასი, მაგრამ ციხე რამდენად მიზანშეწონილი იყო არ ვიცი, ჩემი აზრით, მისთვის ამ განცხადების შემდეგ ამ პერიოდში გარეთ ყოფნა უფრო მძიმე იქნებოდა ვიდრე პატიმრობა”, - განაცხადა კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში