გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებაზე - ტრამპს ჩუმად როგორ შეხვდა, არ ვიცი - ნორმალიზაცია გამორიცხულია, ამ რეჟიმმა შექმნა დასავლეთთან დაპირისპირება, ჩვენი მტრის, რუსეთის საქმე გააკეთა, ამ რეჟიმის პირობებში ძლიერდება ირანის გავლენები

[ტრამპს] ჩუმად, როგორ შეხვდა, არ ვიცი , - ასე უპასუხა „ფედერალისტების“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას უკავშირდებოდა, რომელმაც თქვა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთა”.

ბოკერიას განცხადებით, დღევანდელი „რეჟიმის“ პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და ეროვნული ამოცანების მიღწევა გამორიცხულია, ვინაიდან ხელისუფლება პროაქტიული ნაბიჯების ნაცვლად, დასავლურ სამყაროსთან დაპირისპირებას უწყობს ხელს.

„ჩუმად როგორ შეხვდა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეების არსებითია, გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ისტორიულ მომენტში აწუხებს მოკავშირეებს, რათა საქართველოს უსაფრთხოება დასავლური, ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მყოფი ქვენების ნაწილი გახდეს - ეს არის ჩვენი ამოცანა. ამ ამოცანის შესრულება სჭირდება ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ მავნებელი კი არ არის, როგორც დღევანდელი რეჟიმია, რომელიც ამერიკის და საქართველოს ყველა მტერთან დაახლოებას ცდილობს, არამედ პროაქტიული ხელისუფლება. გამორიცხულია, რომ ამ რეჟიმმა ივანიშვილის გარემოცვით ეს ეროვნული ამოცანა შეასრულოს, იმის მიუხედავად, როდის რა პროპაგანდას მიმართავენ ნორმალიზაციის მიმართულებით. ნორმალიზაცია გვჭირდება ეროვნული ამოცანების მისაღწევად. ამ რეჟიმმა შექმნა დასავლეთთან დაპირისპირება, ჩვენი მტრის - რუსეთის საქმე გააკეთა. ამ რეჟიმის პირობებში ძლიერდება ირანის გავლენები ჩვენი უმცირესობის რაიონებში, ქვემო ქართლში, რაც პირდაპირ უზარმაზარი საფრთხეა საქართველოსთვის და რაც ამასთან ერთად გვაპირისპირებს დასავლურ სამყაროსთან. ყველა მათგანი პირველ რიგში ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, იმ სამყაროს ინტერესებს აშშ-ს ლიდერობით, რომლის ნაწილად ყოფნაც ჩვენი ამოცანაა უსაფრთხოების და ჩვენი ისტორიული არჩევანიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მიზნებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ მანამდე ისაუბრა სოხუმის დაცემის დღეზე, მისი თქმით, ეს არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე და მაშინაც რუსეთის ამოცანა იყო ქართული სახელმწიფოებრიობის არდაშვება და დღესაც მიზნები უცვლელია.

„ როდესაც რუსეთმა დაიკავა სოხუმი, შემდეგ მთლიანად აფხაზეთი, მოაწყო ქართველთა გენოციდი, მოარყია ქართული სახელმწიფოებრიობა, მაშინ, ჩანასახშივე ეს იყო რუსეთის ამოცანა - არ დაშვება ქართლი სახელმწიფოებრიობის და იგივე ამოცანა აქვს დღეს ჩვენს მტერს რუსეთს. სამწუხაროდ, მას ეხმარება ჩვენივე ქვეყნის შიგნით არსებული ჯგუფი, ვისაც აქვს ძალაუფლება - ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენი ხსოვნა იმ ადამიანების, ვინც თავი შესწირა აქართველოს სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას და ერთიანობას გვავალდებულებს, რომ ეს ისტორიული შანსი და ისტორიული მომენტი, რომ გავაღწიოთ რუსული , საბჭოთა ჭაობიდან, გამოიყენოთ, რაა შემდგომშიც თაობები არ შეეწირონ ამ ჭაობში ყოფნას, სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, ტერორს და რეპრესიას, როგორც ეს 1921 წლის შემდეგ მოხდა. ჩვენ ეს შესაძლებლობა დღეს გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ. ამას სჭირდება საზოგადოების ერთობა, ამ რეჟიმისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა და ზიანის ამოქაჩვა . მოკავშირეების შეძენა, თავდაცვის გაძლიერება, ქვეყნის ფეხზე დაყენება - დღევანდელი დღე არის ხსოვნის, გლოვის დღე და გზავნილის გარშემო საზოგადოების გაერთიანების დღე“, - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში