სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რითაც თავისი მეორე და ბოლო ხუთწლიანი ვადა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამით მან გზა გაუხსნა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.

ბელგრადის ცენტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ, ვუჩიჩს ასობით მხარდამჭერი ოვაციებით შეხვდა.

„ეს ჩემთვის ამ შენობაში გატარებული ბოლო საღამოა“, - განუცხადა მან ხალხს თანამდებობიდან გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე და აღნიშნა:

„ერთგულად ვემსახურე თქვენ და ჩემს სამშობლოს, სერბეთს... ვამაყობ იმით, რაც ერთად გავაკეთეთ“.

ვუჩიჩის გადადგომა, რომელიც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შვიდი თვით ადრე ხდება, ემთხვევა სერბეთში 25 ოქტომბერს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ნაბიჯი მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია - „სერბეთის პროგრესული პარტია“ (SNS) - ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

მომავალ თვეში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვუჩიჩის პარტია SNS-ისა და მისი მოკავშირეების მეტოქეები იქნებიან: „სტუდენტები იმარჯვებენ“ (Students Win)- სტუდენტთა ხელმძღვანელობით მოქმედი ანტიკორუფციული მოძრაობა და „ევროპული სერბეთი“ (European Serbia), რომელიც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ალიანსს წარმოადგენს.

რაც შეეხება პრეზიდენტის თანამდევობას, სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მოქმედი სპიკერი ანა ბრნაბიჩი პრეზიდენტის მოვალეობას დროებით შეასრულებს ახალი პრეზიდენტის არჩევამდე. საპრეზიდენტო არჩევნები 90 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს, საარჩევნო კამპანია კი 30-დან 60 დღემდე გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში