მედია - მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა საფრანგეთის სენატში საპარლამენტო ჯგუფის შესაქმნელად საკმარისი ადგილები მოიპოვეს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ეროვნული გაერთიანება“ და მისმა მოკავშირეებმა კვირას გამართული არაპირდაპირი არჩევნების შედეგად სენატში რეკორდული რაოდენობის -14 ადგილი მოიპოვეს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ, პარტიის ისტორიაში პირველად, ზედა პალატაში საპარლამენტო ჯგუფი შექმნან, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამით ულტრამემარჯვენეებმა ფაქტობრივად გააოთხმაგეს თავიანთი წარმომადგენლობა 348-ადგილიან პალატაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე. შედეგების გამოცხადების შემდეგ „ეროვნული გაერთიანების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა ეს „ისტორიულ გამარჯვებად“ შეაფასა.

„ეს ისტორიული გამარჯვება და უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან სენატში პირველად ყალიბდება ჩვენი ჯგუფი“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.

“ფრანს-პრესის” მონაცემებით, მონაცემებით, სენატში „ეროვნული გაერთიანების“ კიდევ ცხრა წევრი აირჩიეს. მანამდე კი, 2023 წელს, პარტიამ სამი ადგილი მოიპოვა.

ამასთან, კიდევ ორი ​​წევრი აირჩიეს „ეროვნული გაერთიანების” მოკავშირის, ერიკ სიოტის პარტიიდან - „რესპუბლიკის მემარჯვენეთა კავშირი“. „ეროვნული გაერთიანების” პრეზიდენტმა ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ პარტიის სენატორები „რესპუბლიკის მემარჯვენეთა კავშირელ” მოკავშირეებთან ერთად ჯგუფს შექმნიან.

მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირაში ზედა პალატაში „ეროვნული გაერთიანების” წარმომადგენელს, 77 წლის ჟერარ ლარშეს, რომელიც ამ თანამდებობას ათ წელზე მეტია იკავებს, ხელახლა აირჩევენ.

აღსანიშნავია, რომ ულტრამემარცხენე პარტიამ „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ სენატში ერთი ადგილი მოიპოვა, რაც პარტიის ისტორიული პირველი ადგილია.

წინასწარი შედეგების მიხედვით, მემარჯვენეები, ცენტრისტები და მემარცხენე სოციალისტები ზედა პალატაში კვლავ სამ მთავარ ძალად რჩებიან.

ცნობისთვის, ზედა პალატის შემადგენლობის ნახევარს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, არაპირდაპირი კენჭისყრის გზით, ადგილობრივი არჩეული თანამდებობის პირები ირჩევენ. თითოეული სენატორი ექვსწლიანი ვადით მსახურობს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში