აშშ-ის ელჩი - დონალდ ტრამპმა სი ძინპინს ჰკითხა, სურს თუ არა ჩინეთს აშშ-ის იარაღის შეძენა

ჩინეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პერდიუმ, განაცხადა, რომ გასულ კვირას ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს იარაღის მიყიდვა შესთავაზა.

„პრეზიდენტი ტრამპი მუდმივად აღნიშნავს, რომ ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის იარაღის მიყიდვას ვახორციელებთ. მან, ფაქტობრივად, ჰკითხა პრეზიდენტ სის, ხომ არ ისურვებდა გარკვეულ მომენტში მათ შეძენას“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ელჩმა ეს კომენტარი ტაივანთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკაზე საუბრისას გააკეთა.

ტაივანი უკვე თვეებია ელოდება დონალდ ტრამპის თანხმობას იარაღის მიყიდვის ახალ პაკეტზე, რომლის ღირებულებაც 14 მილიარდ დოლარს შეადგენს - ეს მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში რეკორდული, მრავალმილიარდიანი გარიგება გამოცხადდა.

ჩინეთში აშშ-ის ელჩის ამ განცხადების შემდეგ თეთრმა სახლმა New York Times-ს განუცხადა, რომ აშშ ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვას არ გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი აღნიშნა, რომ „აშშ-ის კანონმდებლობა კრძალავს ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვას და არ არსებობს არც შეთავაზება და არც გეგმა ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვის თაობაზე“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო