Politico - ევროკავშირი ყველაზე პერსპექტიული კანდიდატებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმებს ამზადებს

ევროკავშირი ამუშავებს წინადადებებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფ ოთხ ქვეყანას გაწევრიანებისკენ მკაფიო, ეტაპობრივ გზას შესთავაზებს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ევროკომისიის ორმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც წინადადებების პროექტზე მუშაობდნენ, გამოცემას განუცხადა, რომ მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის მიზნობრივი „საგზაო რუკების“ შექმნა განიხილება.

Politico-ს წყაროების განმარტებით, ეს „საგზაო რუკები“ უფრო ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვება თითოეულ კანდიდატ ქვეყანას; ამავდროულად, ისინი ვალდებულებებს დააკისრებს მოქმედ წევრებსაც, რომელთა თანხმობაც აუცილებელია პროცესის წინსვლისთვის. გეგმები ასევე განსაზღვრავს სავარაუდო ვადებს რეფორმების ჯგუფების - ე.წ. „მოლაპარაკებების კლასტერების“ - ოფიციალურად დასრულებისთვის, რაც გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპებს წარმოადგენს.

Politico -ს ცნობით, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ პროცესის ადრეულ ეტაპზე მყოფ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ამ ეტაპზე საგზაო რუკებს არ შესთავაზებენ. გამოცემა წერს, რომ მათ ასევე არ შესთავაზებენ საქართველოს, თურქეთსა და სერბეთს, "რომელთა განაცხადებიც დემოკრატიულ და სასამართლო სისტემაში უკუსვლის შესახებ არსებული შეშფოთების გამო შეჩერებულია".

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო