ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში შეიკრიბებიან და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფას და რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს განიხილავენ.

ევროკავშირის მინისტრების შეხვედრას უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს. შეხვედრას შეუერთდება უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ევგენი ხმარაც, რომელიც მონაწილეებს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მიმართავს.

მინისტრები ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ევროკავშირის სასწავლო მისია უკრაინის სამხედროებისთვის, სამრეწველო თანამშრომლობა და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მოქმედება.

მინისტრები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე განიხილება თავდაცვის სფეროში შესყიდვების საკითხი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო