ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილს დღეს ექნება პროგრამული გამოსვლა - ის ნამდვილად აპირებს ქართველ ხალხთან ერთად აღმშენებლობის კიდევ ერთი ეპოქის შექმნას

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროგრამას წარადგენს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ის ნამდვილად აპირებს ქართველ ხალხთან ერთად აღმშენებლობის კიდევ ერთი ეპოქის შექმნას“.

„მიხეილ სააკაშვილი დღეს გააკეთებს საპროგრამო განცხადებას, მას ექნება პროგრამული გამოსვლა. მიხეილ სააკაშვილი 5 წელი პატიმრობაში იმიტომ არ იმყოფება, რომ მანქურთებს დაუტოვოს ეს ქვეყანა. ის ნამდვილად აპირებს ქართველ ხალხთან ერთად აღმშენებლობის კიდევ ერთი ეპოქის შექმნას. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ცვლილებები და როგორ ხედავს ის პოლიტიკურ მდგომარეობას. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე არის მთავარი ოპონენტი და მთავარი ალტერნატივა ივანიშვილის. ის ნამდვილად აპირებს, რომ ქართული პოლიტიკა არ დაუტოვოს ოლიგარქს საჯიჯგნად. ამიტომ მას აქვს კონკრეტული ხედვა როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჭაობიდან.

რაც შეეხება 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ აქციას, ის გაიმართება 17:00 საათზე რიყის დოქებთან. მოვუწოდებთ ყველას, არამხოლოდ ჩვენი პარტიის წევრებს, მოსვლისკენ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო