გიგა ფარულავა - ფაქტია, რომ ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება - თუ თავისი დაწერილია, მაშინ ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას

ფაქტია, რომ ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება - თუ თავისი დაწერილია, მაშინ ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიგა ფარულავა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის წერილს.

მისი თქმით, რაც ლევან მაჭავარიანმა გამოაქვეყნა „სისულელეების კორიანტელია“.

„ეს არის იმ სასულეების კორიანტელი, რაც საზოგადოებამ ნახა და წაიკითხა. ფაქტია, რომ მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება. ამით ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონ. თუ თავისი დაწერილია, მაშინ ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას.

რაც შეეხება წერილში მითითებულ აბსურდულ სისულელეებს და ბრალდებებს, ჩაიხედონ თავიანთ გუნდში: ვის „ნაცობაზე“ ან რა 4 ოქტომბერზე საუბრობენ, როდესაც მათი პოლიტიკური გუნდი - როგორც ყოფილი, ისე მოქმედი წევრებით - სავსეა „ნაცებით“? ასევე, თავის ეპისტოლეში თუ წერილში საუბრობს ლგბტ პროპაგანდაზე. მიმოიხედონ გარშემო და ჩაიხედონ თავიანთ გულებში: ლგბტ თემისა თუ პროპაგანდის ყველაზე მეტი წარმომადგენელი თავად მათ გუნდში ჰყავთ. 4 ოქტომბერს რაც შეეხება, ის თვითონ დაგეგმეს. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თავად მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა რამდენიმე თვის წინ, როდესაც „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა, თუ როგორ მართეს 4 ოქტომბრის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარები.

შესაბამისად, ამ წერილების წერას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ”, - აღნიშნა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გახარიას გუნდზე საუბრობს.

„მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს.ასეთია „გახარიას პარტიაც“, რომელიც პოლიტიკაში მაშინ შემოაბრუნეს, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის არჩევნებზე 43-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა. მისი არასაჯარო მესიჯის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო. სწორედ ამ მესიჯს ავრცელებდა იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში. გარე ძალების გათვლა ამ გზავნილით გახარიას მიერ ჩვენი ამომრჩევლის წაყვანა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა გახლდათ.

როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ. 2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ. ამასთანავე, „ნაცებს“ და მის უშუალო დანამატებს რადიკალ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, „ლელოს“ სეგმენტი „ნახევრად რადიკალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „გახარიას პარტია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო", - წერს ლევან მაჭავარიანი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო