რიგით მე-15 თბილისიმარათონი, კომპანია ჰანიველ ცემენტის ორგანიზებით, 2026 წლის 27 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს 08:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აიღებს. თბილისიმარათონის განახლებული მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები.
თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს:
ცნობისთვის, თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰანიველ ცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება.
ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა და შეგროვებული თანხა ყოველ წელს სხვადასხვა ბენეფიციარს ხმარდება. 2025 წელს რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ მიერ მოხმარდა: ა(ა)იპ “ვორლდ ვიჟენ საქართველოს ფონდს“, ასევე, ა(ა)იპ “პირველ ნაბიჯს“ და აგრეთვე მოხმარდა ა(ა) იპ „წმინდა მამა გაბრიელის სახელობის მიუსაფარ მოხუცთა პალიატიურ ჰოსპისს თბილისში“.
„თბილისიმარათონზე“ თითოეული დარეგისტრირებული პირი ქველმოქმედების მონაწილეა.
პოპულარობის ზრდასთან ერთად გასულ წლებში „თბილისიმარათონმა“ გაცილებით დიდ მასშტაბებს მიაღწია, კერძოდ: 2025 წლის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 60 - ზე მეტმა ქვეყნის წარმომადგენელმა და 100 - ზე მეტმა გუნდმა, სულ დარეგისტრირდა 3500 – ზე მეტი მონაწილე.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 13 მარტს „თბილისიმარათონი“ მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა ასოციაციის (AIMS) წევრი გახდა. ასოციაციაში გაწევრიანებამ კიდევ უფრო გაამყარა „თბილისიმარათონის“ საერთაშორისო სტატუსი, რამაც, უფრო მეტი ტურისტისა და უცხოელი სტუმრის მოზიდვას შეუწყო ხელი.
საკონტაქტო პირები:
ელენე ქართველიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი
მობ: +995 599 77 77 15; ელ-ფოსტა: elene.kartvelishvili@cement.ge
სალომე ცანავა - მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი
მობ: +995 591 083 874; ელ-ფოსტა: salome.tsanava@cement.ge
(R)