ვოლოდიმირ ზელენსკი - ხარკოვში 28 ადამიანი დაშავდა, კიევში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქე - საჭიროა მკაფიო გადაწყვეტილებები

საჭიროა მკაფიო გადაწყვეტილებები. საჰაერო თავდაცვა, ენერგეტიკული მხარდაჭერა და დახმარება ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, რუსეთი მთელი ღამის განმავლობაში და დილამდე უტევდა უკრაინის რეგიონებს. ხარკოვში სასტიკი დარტყმა განხორციელდა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე, რომლის მეორე და მეოთხე სართულები ნაწილობრივ განადგურდა. კიევმა ასევე განიცადა ზიანი დრონების თავდასხმების შედეგად - დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ბენზინგასამართი სადგურები.

ზელენსკის თქმით, რუსენმა გაანადგურეს ჩვეულებრივი კაფე და სცადეს დედაქალაქში სასურსათო ბაზრის დაწვა. რუსებმა ოდესის ოლქში პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემს დაარტყეს. ჟიტომირის ოლქში ნაყინის ქარხანა დააზიანეს. საცხოვრებელი შენობები დაბომბეს სუმის, როვნოს, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში. კრიტიკულ ინფრასტრუქტურას თავს დაესხნენ ვინიცას, დნეპრის, ხმელნიცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში.

“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა. მხოლოდ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა ბავშვი. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. კიევის რეგიონში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქე. საჭიროა მკაფიო გადაწყვეტილებები. საჰაერო თავდაცვა, ენერგეტიკული მხარდაჭერა და დახმარება ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვაში - ეს არის ის, რაც ნამდვილად აძლიერებს უკრაინას დღეს და ჩვენს ხალხს გადარჩენაში ეხმარება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო