თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გურამ ოქროპირიძის ინფორმაციით, დღეიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა.

როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეიდან საბავშვო ბაღებში სტანდარტით გათვალისწინებული კვების მენიუ მოქმედებს, რაც დღიური 1292 კალორიაა თითოეულ აღსაზრდელზე.

„28 სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოიხსნა ის შეზღუდვები, რაც კვების რაიონში კომპეტენტური უწყებების რეკომენდაციების საფუძველზე იყო დადგენილი. დღეიდან საბავშვო ბაღებში სტანდარტით გათვალისწინებული კვების მენიუ მოქმედებს - დღიური 1292 კალორია თითოეულ აღსაზრდელზე.

ზოგადად, საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტი N485-ით “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების” დამტკიცების შესახებ. 2026-2027 სააღმზრდელო წლის დასაწყისში „ნოროვირუსით“ ინფიცირების ფაქტების გამოვლენის შემდეგ კი საბავშვო ბაღებს მიეცათ დამატებითი მითითებები ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ზოგადად, ბავშვთა და თანამშრომელთა ჰიგიენის დაცვის კუთხით, იქნება ეს პირადი ჰიგიენა, ჯგუფების დასუფთავება თუ საპირფარეშოს მოხმარების წესების კონტროლი“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით "ნოროვირუსი" იყო. მათივე ცნობით, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მანამდე ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო