გია ვოლსკი - წარმომადგენლობით, საერთაშორისო ფორუმზე შეხვედრა, თუნდაც გადალაპარაკება, მოკლე დროით აზრთა გაცვლა, საკმაოდ მნიშვნელოვანია - ჩვენი ქვეყნის პრემიერი სასურველი თანამოსაუბრეა ძალიან ბევრი ადამიანისთვის

ასეთ წარმომადგენლობით, საერთაშორისო ფორუმზე შეხვედრა, თუნდაც გადალაპარაკება, თუნდაც მოკლე დროით აზრთა გაცვლა, საკმაოდ მნიშვნელოვანია - დელეგაციები და დელეგაციის ხელმძღვანელები ერთმანეთს არ ხვდებიან იმ შემთხვევაში, თუკი მათ შორის დაპირისპირება თვალსაჩინოა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის დონალდ ტრამპთან და მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საკითხები, რომლებიც თუნდაც მოკლე საუბრის დროს განიხილება, შეიძლება არ იყოს სიღრმისეულად განხილული, მაგრამ გარკვეულ პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის.

„ასეთ წარმომადგენლობით, საერთაშორისო ფორუმზე შეხვედრა, თუნდაც გადალაპარაკება, თუნდაც მოკლე დროით აზრთა გაცვლა, საკმაოდ მნიშვნელოვანია. დელეგაციები და დელეგაციის ხელმძღვანელები ერთმანეთს არ ხვდებიან იმ შემთხვევაში, თუკი მათ შორის დაპირისპირება თვალსაჩინოა. და თუკი ეს საუბარი შედგა, თანაც არაერთხელ და თუკი ჩვენი ე.წ. ოპონენტები ამბობენ, რომ ამას არაფერი საფუძველი არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი რამ არ ხდება.

კადრებიც არაერთხელ ვიხილეთ სხვა ფორუმებიდან. ამ ფორუმზეც ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც დელეგაციის წარმომადგენლები და ხელმძღვანელები ერთმანეთს ესაუბრებიან. რასაკვირველია, არავითარი მიზეზი ან საფუძველი, რომ რაიმე მოიგონოს ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია. იგი სასურველი თანამოსაუბრეა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის, მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ ფორუმში მონაწილეობენ.

საკითხები, რომლებიც თუნდაც მოკლე საუბრის დროს განიხილება, შეიძლება არ იყოს სიღრმისეულად განხილული, მაგრამ ქმნის გარკვეულ ატმოსფეროს, ეს ატმოსფერო კი პოზიტიურია. ნებისმიერი პოზიტიური ატმოსფერო ქმნის ისტერიკის წინაპირობას ჩვენი ოპონენტების რიგებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ გაეროში ვიზიტის დროს მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.

„ვიზიტი იყო არა აშშ-ში, არამედ გაეროში, თუმცა, ამ ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა, სადაც მოკლედ აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს იყო ჩემი გზავნილი ხანმოკლე გასაუბრების დროს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან.ხანმოკლე საუბარი მქონდა როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, მიღების ფარგლებში და ხაზი გავუსვი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას. ჩვენი მხრიდან გამოთქმული იქნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი, ძალიან დადებითი განწყობა იყო, დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო