პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - უახლოეს დღეებში შევცვლით რუსეთიდან მოახლოებული ობიექტებისთვის ცეცხლის გახსნის პროცედურას

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ცეზარ ტომჩიკის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტებისთვის ცეცხლის გახსნის პროცედურის შეცვლას გეგმავს.

ტომჩიკის განმარტებით, ამჟამად ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება მხოლოდ ვიზუალური იდენტიფიკაციის შემდეგ შეიძლება მიიღონ. ეს ნიშნავს, რომ პილოტი სამიზნეს უნდა მიუახლოვდეს და ზუსტად ამოიცნოს ობიექტი.

ამ კონტექსტში, ტომჩიკმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში თავდაცვის სამინისტრო შეცვლის ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტების ჩამოგდების პროცედურას.

„უახლოეს დღეებში ეროვნული თავდაცვის სამინისტრო შეცვლის პოლონური თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მიერ რუსეთიდან მოახლოებული ობიექტებისთვის ცეცხლის გახსნის პროცედურას და მშვიდობიან პერიოდში მოქმედ სტანდარტულ ვიზუალურ იდენტიფიკაციას ე.წ. დადებითი იდენტიფიკაციით ჩაანაცვლებს”, - განაცხადა ტომჩიკმა.

მოსალოდნელია, რომ ცვლილებების შემდეგ, პილოტის ან ოპერაციის მეთაურისთვის ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილების მისაღებად რადარის მონაცემები იქნება საკმარისი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო