GCCA, მიმდინარე წლის ბოლომდე, 25 სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრას გამართავს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ახალ ეტაპს იწყებს.

GCCA-ის ცნობით, სასწავლო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის გეგმის ფარგლებში, თბილისისა და რეგიონების 25 საჯარო სკოლას ეწვევიან.

მათივე ინფორმაციით, მოსწავლეები გაეცნობიან მომხმარებლის ძირითად უფლებებსა და დაცვის მექანიზმებს, კონკურენციის პოლიტიკის პრინციპებსა და სააგენტოს საქმიანობას.

„განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შეხვედრები კი ინტერაქციულ, კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება. საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება GCCA-სა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. თანამშრომლობის მიზანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა. გარდა თბილისისა, შეხვედრები გაიმართება შემდეგ რეგიონებში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი. GCCA-სა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რათა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები და შესაძლებლობები მათთვისაც თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, გასულ წელს, სასწავლო წლის განმავლობაში, 1500-მდე მოსწავლის მონაწილეობით, 51 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გამართეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო