პეტრე ცისკარიშვილი - ნგრევის 14 წლისთავის გასაპროტესტებლად უნდა შევიკრიბოთ რიყის პარკში, იქვე არსებულ ამფითეატრში - არ შეიძლება ამდენი ხანი მოთმენა!

ამ ნგრევის 14 წლის თავის გასაპროტესტებლად უნდა შევიკრიბოთ რიყის პარკში, იქვე არსებულ ამფითეატრში - არ შეიძლება ამდენი ხანი მოთმენა! გელოდებით ყველას 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაანონსებულ აქციაზე ადამიანები იქნებიან, როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან.

„20 წლის თავზეც კი ეს საცირკო შოუ, 7 ნოემბერთან დაკავშირებული ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესი გრძელდება. ეს თავისთავად, შინაარსობრივადაც აბსურდია. მაშინდელმა მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელმაც აბსოლუტური პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, გადადგა თანამდებობიდან და ჩატარდა ხელახალი არჩევნები.

ზუსტად 19 წლის თავზე, 19 წელია გასული იმ პერიოდიდან, ეს ეგრეთ წოდებული სასამართლო ზის აქ და სერიოზული სახეებით მსჯელობენ და განიხილავენ იმ პერიოდის მოვლენებს. კიდევ უფრო მეტად უნდათ, რომ ის აბსურდული ბრალი, რაც სააკაშვილს უკვე წარდგენილი აქვს, 12 წელზე მეტი აქვს გამოწერილი „ქოცური“ მართლმსაჯულების ხელით, კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს ამ აბსურდული 7 ნოემბრის სასამართლო მოსმენებიდან გამომდინარე.

სწორედ ამიტომ, ამ ნგრევის 14 წლისთავის გასაპროტესტებლად უნდა შევიკრიბოთ რიყის პარკში, იქვე არსებულ ამფითეატრში. პირველ ოქტომბერს, 17:00 საათზე. მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და საინტერესო შეკრება გავმართოთ. ბევრი ადამიანი გამოვა სიტყვით, ბევრი ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერი მოვა თბილისიდან, ასევე ჩამოვლენ რეგიონებიდანაც.

არ შეიძლება ამდენი ხანი მოთმენა! სიმბოლურად, თვითონ ეს რიყის დოქების შენობა, რომელიც იყო ერთ-ერთი უპრინციპულესი და ულამაზესი ამ ქალაქში, ინგრევა და „ქოცების“ ხელით იშლება.

ამის ნახვა ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება, ვისაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ იმ ადგილებში გაევლო და საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ სპობს ამ არქიტექტურულ მემკვიდრეობას „ქოცების“ რეჟიმი.

გელოდებით ყველას 1-ელ ოქტომბერს, ხუთშაბათს, 5 საათზე",- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო