„ანტიანექსიურ პლატფორმას“ ახალი წევრები, მათ შორის თეონა აქუბარდია, გიორგი რუხაძე და მამუკა სამხარაძე შეუერთდნენ

„საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიურ პლატფორმას“ ახალი წევრები შეუერთდნენ. ამის შესახებ „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ ახალ წევრებს შორის არიან თეონა აქუბარდია, გიორგი რუხაძე და მამუკა სამხარაძე.

„საქართველოს ანტიანექსიური პლატფორმა“ ფართოვდება. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ გვქონდა კონსულტაციები პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან და გვინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, ვინც იზიარებენ პლატფორმის იდეას. ეს არის - მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი თეონა აქუბარდია; საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების ექსპერტი, ინგლისურენოვანი გადაცემის „Talk Georgia“ ავტორი და წამყვანი გიორგი რუხაძე; თადარიგის პოლკოვნიკი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში მამუკა სამხარაძე; უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებისა და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ყოფილი წარმომადგენელი დავით კაპანაძე; ბიზნესმენი ნოდარ თითირაშვილი.

ყველა ეს ადამიანი აქტიურად იქნება ჩართული „ანტიანექსიურ პლატფორმაში“, – განაცხადა დავითაიამ.

ცნობისთვის, „საქართველოს ანტიანექსიური პლატფორმა“ ერთი თვის წინ დაფუძნდა პოლიტიკოსების, ექსპერტების, ყოფილი დიპლომატებისა და სამხედრო პირების მიერ, რომლის მიზანიც რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ სამართლებრივი, საზოგადოებრივი და მშვიდობიანი გზებით მოქმედებაა.

პლატფორმის დამფუძნებლები არიან ნოდარ ხარშილაძე, პაატა დავითაია, ვლადიმერ ჩაჩიბაია, მამუკა გამყრელიძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, აკია ბარბაქაძე, ირაკლი ტაბლიაშვილი, გიორგი მელაშვილი და კახა გოგიძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო