პაატა დავითაია - პარტიების აკრძალვა იქნება წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობაში - ამ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, მოსამართლეები დასანქცირდებიან

„ქართული ოცნება“ ცდილობს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას არა პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ და „თანამოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებელმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ სარჩელს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის მოსამართლეები, რომლებიც პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, დასანქცირებულები იქნებიან.

„რასაც ჩვენ ვხედავთ, მათი მხრიდან არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოებში არ ჯდება, ბევრი მიზეზის გამო. საიდან იციან წინასწარ, საკონსტიტუციო რა გადაწყვეტილებას გამოუტანს? უკვე ცალსახად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები და არა სხვა. ეს აზიანებს ქვეყნის განვითარებას.

ეს იქნება წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობის „ქართული ოცნებისთვის“. აქედან გამომდინარე, უნდა დაფიქრდნენ, ამ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, ეს მოსამართლეები ყველა იქნება სანქცირებული, ვინც ამ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას არა პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც კი. თუ ამ გზით იარა, ეს დიქტატურის შემცველი ნაბიჯები და ელემენტებია, რამაც მოითხოვა გარკვეული რეაგირება ჩვენი პარტნიორებისა და საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა დავითაიამ.

ცნობისთვის, განახლებული სარჩელი, რომლითაც „ქართული ოცნება“, სხვა პარტიებთან ერთად, გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის აკრძალვას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 სექტემბერს შევიდა. „ქართულ ოცნებას“ მანამდე წარდგენილი ჰქონდა კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო