საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს.

პარლამენტის ცნობით, წილოსანმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის რეგულარული და მაღალი დონის კონტაქტები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, შესაბამისი კომიტეტებისა და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ნინო წილოსანმა მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის არსებული აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო