რასაკვირველია, ყველა გადაწყვეტილება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან თანხმდება - ჩვეულებრივი თემაა კადრების ცვლილება, თუმცა ახლა, ამ პერიოდში, არაფერი მაგდაგვარი არ იგეგმება, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შეკითხვას, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები და ამ ცვლილებების შესახებ იღებს თუ არა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, საკადრო ცვლილებებზე საუბარი მაშინ იწყება, როცა სხვა რაღაც პოზიტიური სტატისტიკა ან მდგომარეობაა გადასაფარი.
„რასაკვირველია, ყველა გადაწყვეტილება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან თანხმდება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილთან თანხმდება არა როგორც ბოლო ინსტანციასთან, არამედ საერთოდ, როცა პროცესი მიმდინარეობს, პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და სხვა პირები იხილავენ ამა თუ იმ სფეროში საკადრო საკითხებს - რასაკვირველია, ეს ბიძინა ივანიშვილის გვარს არ უნდა მივაწეროთ. ეს ნორმალურია, რომ მმართველი რგოლი იხილავს საკადრო საკითხებს.
რაც შეეხება ცვლილებების თემას, ამაზე პერიოდულად არის ხოლმე განცხადებები. როგორც წესი, ეს ხდება მაშინ, როდესაც სხვა ინფორმაცია, სხვა რაღაც პოზიტიური სტატისტიკა ან მდგომარეობაა გადასაფარი. ასევე ყოველდღიურად კეთდება განცხადებები, რომ რაღაც უბედურება ხდება ქვეყანაში...
როგორც კი რაიმე პოზიტიური გამოქვეყნდება, ან რომელიმე სტატისტიკური სამსახური თუ მსოფლიო ბანკი რაღაცას გამოაქვეყნებს, იმ წუთში იწყება მცდელობა, რომ ეს რაღაცით გადაიფაროს: რომ იქ ნარკოტიკები ვრცელდება, იქ ვიღაცები ამას ხელს აფარებენ, იქ კადრები იცვლება, ერთი მიდის, მეორე მოდის, გვარები სახელდება და ა.შ.
ჩვეულებრივი თემაა კადრების ცვლილება, თუმცა ახლა, ამ პერიოდში, არაფერი მაგდაგვარი არ იგეგმება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.