ვოლოდიმირ ზელენსკი - „სანქციები“ ტულასა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე თავდაცვის ორი საწარმოს წინააღმდეგ გამოვიყენეთ - ოპერაციები განხორციელდა აგრესორის ნავთობობიექტების წინააღმდეგ კრასნოდარის მხარეშიც

წუხელ ჩვენი „სანქციები“ ტულასა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე თავდაცვის ინდუსტრიის ორი საწარმოს წინააღმდეგ გამოვიყენეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინა მუდმივად იყენებს შორი მოქმედების შესაძლებლობებს რუსეთის მიერ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმებზე საპასუხოდ.

“წუხელ ჩვენი “სანქციები” ტულასა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე თავდაცვის ინდუსტრიის ორი საწარმოს წინააღმდეგ გამოვიყენეთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა ასევე ეფექტური ოპერაციები განახორციელეს აგრესორის ნავთობობიექტების წინააღმდეგ კრასნოდარის მხარეში”, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, იერიშები ასევე განხორციელდა კალუგისა და ორიოლის ოლქებში იმ ობიექტებზეც, რომლებსაც რუსები უკრაინის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით ტერორის განხორციელებისთვის იყენებენ.

“ბრიანსკის ოლქში ჩვენმა ძალებმა უშუალოდ საოკუპაციო კონტინგენტის წინააღმდეგ იმოქმედეს. ასევე განადგურდა სამიზნე შავ ზღვაში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ომს იქ აბრუნებს, საიდანაც მოვიდა. რუსეთმა ესკალაცია უნდა შეწყვიტოს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო