თეონა აქუბარდია - ტრამპსა და რუბიოსთან იმგვარი საუბრის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, სადაც ფოტო იქნებოდა, ამ ფოტოს უკვე ვნახავდით, ის გამარჯვების ყიჟინასთან ერთად პროპაგანდისტებისგან გასაჯაროებული იქნებოდა

პრეზიდენტ ტრამპთან და რუბიოსთან საუბრის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო იმგვარი, სადაც ფოტო იქნებოდა, ამ ფოტოს უკვე ვნახავდით. ის გასაჯაროებული იქნებოდა გამარჯვების ყიჟინასთან ერთად პროპაგანდისტებისგან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ნიო-იორკში ვიზიტისას, აშშ-ის პირველ პირებთან - დონალდ ტრამპსა და მარკო რუბიოსთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ არანაირი რეალისტური შესაძლებლობა იმისა, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადატვირთონ, აღარ არსებობს.

„პრეზიდენტ ტრამპთან და რუბიოსთან საუბრის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო იმგვარი, სადაც ფოტო იქნებოდა, ამ ფოტოს უკვე ვნახავდით. ის გასაჯაროებული იქნებოდა გამარჯვების ყიჟინასთან ერთად პროპაგანდისტებისგან.

დაკონკრეტებულია, მიღებაზე იყო რაღაც ხანმოკლე საუბარი. როგორც ჩანს, ხელის ჩამორთმევის დროს თქვა, რომელი ქვეყნიდან იყო და რაღაც პასუხი მიიღო. რა პასუხი მიიღო, ეგეც არ გვითხრეს. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ არანაირი რეალისტური შესაძლებლობა იმისა, რომ ურთიერთობები გადატვირთონ, აღარ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმას, რომ ამ ინერციით ცდილობენ, რომ მოქალაქეები დაარწმუნონ, თითქოს მუშაობენ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებაზე. იმ ფონზე, როცა სომხეთს და აზერბაიჯანს არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ გაფორმებული, არამედ მათ შორის უკვე ინვესტიციებიც მიდის იმ ტრამპის მშვიდობის დერეფანში, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი დასაყრდენი გრძელვადიანი მშვიდობის რეგიონში, საქართველოს გამოკლებით“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ გაეროში ვიზიტის დროს მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.

„ვიზიტი იყო არა აშშ-ში, არამედ გაეროში, თუმცა, ამ ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა, სადაც მოკლედ აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს იყო ჩემი გზავნილი ხანმოკლე გასაუბრების დროს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან.ხანმოკლე საუბარი მქონდა როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, მიღების ფარგლებში და ხაზი გავუსვი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას. ჩვენი მხრიდან გამოთქმული იქნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი, ძალიან დადებითი განწყობა იყო, დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო