საქართველოს სახალხო დამცველი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა

25-27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თურქმენეთის ადამიანის უფლებათა კომისრის (ომბუდსმენის) იაზდურსუნ გურბანნაზაროვას მოწვევით, სამუშაო ვიზიტით ქალაქ აშხაბადში იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა თურქმენეთის ომბუდსმენის ოფისში, პარლამენტსა (მეჯლისი) და საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„თურქმენეთის ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრაზე მხარეებმა ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იაზდურსუნ გურბანნაზაროვამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, განსაკუთრებით პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM) საქმიანობა და აღნიშნა, რომ მზად არის ეროვნული პრევენციული მექანიზმის შექმნისას გაიზიაროს ქართული გამოცდილება. მხარეები მომავალ წელს, თურქმენეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის 10 წლისთავთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.

აშხაბადში ვიზიტისას სახალხო დამცველი ასევე შეხვდა თურქმენეთის პარლამენტის საერთაშორისო და საპარლამენტაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის აპარატის 30-წლიან გამოცდილებაზე, ინსტიტუციურ განვითარებასა და ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშის სტრუქტურაზე. საუბარი შეეხო ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის, პარლამენტში კანონშემოქმედებით პროცესსა და გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის გაძლიერებას. თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ფართო მანდატის მქონე ინსტიტუტის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლევან იოსელიანმა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კონსტანტინე საბიაშვილთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონიაში და ესტუმრა საქართველოს საელჩოს თურქმენეთში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო