რამდენი ტყუილიც არ უნდა გითხრან ივანიშვილის სპიკერებმა იმაზე, თითქოს ევროკავშირმა თავად შეწყვიტა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი, სიმართლე არის ის, რომ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობით ბიძინა ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „რუსეთის დავალებითა და მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს წაართვა ისტორიული შანსი, გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“.
„ის ფაქტი, რომ საქართველო აღარ არის იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც სთავაზობენ დაჩქარებული სამოქმედო გეგმით ევროკავშირში გაწევრიანებას, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი დასტური უნდა იყოს იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ დიდი ხანია, რომ რუსეთის დავალებით და რუსეთის მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს წაართვა ისტორიული შანსი გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. რამდენი ტყუილიც არ უნდა გითხრან ივანიშვილის სპიკერებმა იმაზე, რომ თითქოს ევროკავშირმა თავად შეწყვიტა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი, სიმართლე არის ის, რომ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობით ბიძინა ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. შემდეგ საკუთარი ერთ-ერთი მოლაპარაკე თავი ირაკლი კობახიძე გამოიყვანა და გამოაცხადებინა რეალურად უარი ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ეს არის რეალური საბოტაჟი საქართველოს სახელმწიფოსი, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ქართული სახელმწიფო თუ გადარჩა, ამ სამარცხვინო რეჟიმს აუცილებლად მოუწევს დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება, ამ ისტორიულ სახელმწიფო დანაშაულზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვის, მონტენეგროსა და ალბანეთის გაწევრების პროცესის დაჩქარების მიზნით სპეციალური „სამოქმედო გზამკვლევების“ დამტკიცებას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა ევროკომისიის ორი მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს.