უკრაინა რუსეთზე თავდასხმებისთვის საფასურს გადაიხდის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა.
„პრეზიდენტმაც [ვლადიმერ პუტინმა] ისაუბრა ამაზე: უკრაინას მოუწევს ფასის გადახდა ბოლო თვეებში განხორციელებული ქმედებებისთვის. სწორედ ეს ხდება ახლა. ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ძალიან თანმიმდევრულად ურტყამენ იმ სამიზნეებს, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ”, - აღნიშნა პესკოვმა.