m² საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი პორტფელის მქონე კომპანია m² შეუერთდა.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, m², რომელიც Blockstone Capital-ის საინვესტიციო პორტფელის ნაწილია, წლების განმავლობაში აქტიურად ოპერირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის თანამედროვე ურბანული გარემოს განვითარებაში.

მათივე ცნობით, კომპანიის საქმიანობა ეფუძნება მომხმარებელზე ზრუნვას, უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტური, მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

BAG-ში აღნიშნავენ, რომ m² მუდმივად ავითარებს საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებს, ორიენტირებულია თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რომელიც აერთიანებს ხარისხიან არქიტექტურას, უსაფრთხოებასა და თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს. ამ მიდგომით, m² ცდილობს ადამიანებს შესთავაზოს არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ გარემო, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და სრულფასოვანს ხდის.

m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას სამომავლო გეგმებსა და ახალ პროექტებს გააცნობს. ახალი ეტაპი მოიცავს კომპანიის ზრდას, ახალი პროექტების განვითარებას და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მისი საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას.

„m² არის კომპანია, რომელმაც 20 წლის განმავლობაში შეძლო უძრავი ქონების ბაზარზე ახალი სტანდარტების დანერგვა, ინოვაციური ურბანული კონცეფციების შექმნა და მომხმარებლის მაღალი ნდობის მოპოვება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებს შემოუერთდა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე, ენერგოეფექტურობასა და ხარისხზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება როგორც დეველოპერული სექტორისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის ბიზნესგარემოს გაძლიერებისთვის,“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო