თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულ ჟურნალისტებს დაკითხავენ.
სასამართლო პროცესი გიორგი გახარიას წინააღმდეგ მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, ის ძებნაში იმყოფება.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.