გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს 10:15-დან 10:45 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ტეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში - წყლულეთი, ნაფეტვრები, მსხალდიდი, ნახშირგორა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაღაროსკარი, ბარისახო, ზემო ხორხი, გომეწარი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, სასხორი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში - სტალინის, რუსთაველის, შამანაურის და მიმდებარე ქუჩებზე”, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.