რუსებმა კიევის ცენტრზე კიდევ ერთი იერიში მიიტანეს - ხანძარი საავადმყოფოს გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსული ძალების მორიგი დარტყმის შედეგად, კიევის ცენტრში მდებარე „დობრობუტის“ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დღის განმავლობაში რუსების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 19 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.
რეაქტიული დრონების საფრთხის გამო უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.