საია - საქართველოში პატიმართა რაოდენობა, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 232-ს შეადგენს - ევროპის საბჭოში საქართველოს მხოლოდ თურქეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მაჩვენებლები აღემატება

საიამ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.

საიას თანახმად, საქართველო ამჟამად ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ევროპის საბჭოს მიერ 2026 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, ყოველ 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარს შეადგენს. ევროპის საბჭოში საქართველოს მაჩვენებელს მხოლოდ თურქეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მაჩვენებლები აღემატება.

“წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ციხეებში გადატვირთულობის შემცირებისა და პრევენციის შესახებ ტექნიკურ სახელმძღვანელოს ამზადებს, რომლის შემუშავების პროცესშიც ინფორმაციას იღებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან.

აღნიშნული სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სპეციალურ მომხსენებელს 2026 წლის 28 სექტემბერს გაუზიარა დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ციხის მოსახლეობის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებულ გამოწვევებს მიმოიხილავს.

დოკუმენტში განხილულია ციხის პოპულაციის რაოდენობასთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში პატიმართა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე ევროპაში, პატიმართა რაოდენობის ზრდაზე და ცალკეულ დაწესებულებებში არსებულ ლოკალურ გადატვირთულობაზე.

ასევე, მიმოხილულია პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლის გამოწვევები, აღნიშნული ზომების გამოყენების შემცირება, გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულობა. დოკუმენტი ასევე შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ფართო გამოყენების, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივების არასათანადო გამოყენებისა და დასჯაზე ორიენტირებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის პრობლემებს.

დოკუმენტი ასევე მიუთითებს პრევენციის, რეაბილიტაციისა და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერების საჭიროებაზე და პატიმართა რაოდენობის ზრდას განიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობისა ფართო გაუარესების კონტექსტში. აღნიშნულ საკითხებზე დაყრდნობით, დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები”, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიში ვრცლად იხილეთ ბმულზე:

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო