კახა კალაძე - სააკაშვილი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი დასასრული აქვთ ქვეყნის მოღალატეებს - შეიძლება სხვა სახელები და გვარებიც ჩამოვთვალოთ

სააკაშვილი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი დასასრული აქვთ ქვეყნის მოღალატეებს, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები.

მისი თქმით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„სააკაშვილის ბაქიბუქი ბევრჯერ მოგვისმენია, არა მხოლოდ მისი, ასევე, იმ ადამიანების, რომლებიც შემჩნეულნი არიან მოღალატეობრივ ქმედებებში და ქვეყნის წინააღმდეგ დგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს. ამ ტიპის პოლიტიკოსებმა და ადამიანებმა როგორ დაასრულეს, სააკაშვილი ამის კარგი მაგალითია, შეიძლება სხვა სახელები და გვარებიც ჩამოვთვალოთ.

ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოთქვას მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი არ ეკუთვნის ქართველ ხალხსა და საქართველოს და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

„როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს, არ ეკუთვნი ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც ვისმენთ მისი განცხადებებიდან, გექნება ის დამოკიდებულება, რაც სოხუმთან დაკავშირებით ერთ-ერთი გამოსვლის დროს დააფიქსირა ამ ადამიანმა.

ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს სამშობლოს, სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავენ, ჰყავთ თავიანთი პატრონები და მოქმედებენ შესაბამისი დავალებებით.

ის ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები, რაც იყო 2008 წლის 8 აგვისტოს, არის მოღალატეობრივი ქმედებები, სხვანაირად ვერანაირად შეაფასებ იმას, რაც სამწუხაროდ მოხდა“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო