კაია კალასი - ევროპას სწრაფად გადაიარაღება სჭირდება

ევროკავშირმა უკრაინელი სამხედროებისთვის EUMAM-ის სასწავლო მისიის მუშაობა ორი წლით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.

„რაც შეეხება სწავლებას, წევრმა ქვეყნებმა EUMAM-ის სტრატეგიული გადახედვის პირველი ნაბიჯი შეათანხმეს და უკრაინისთვის ჩვენი მისია კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა“, - განაცხადა კალასმა.

კალასმა ევროკავშირის გადაიარაღების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპამ თავდაცვითი მზადყოფნა სწრაფად უნდა გააძლიეროს.

„ევროპას სწრაფად გადაიარაღება სჭირდება, რათა 2030 წლისთვის დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ევროპას თავდაცვითი ინვესტიციების, ინდუსტრიული შესაძლებლობებისა და ინოვაციების ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები სჭირდება“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო