ირაკლი კირცხალია - გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის "კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალებისგან იმართება, უბრალოდ, სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ

გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ, სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერს უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რაზეც მან თქვა, რომ მისი პარტიის წევრი ახალს არაფერს ამბობს და "საზოგადოებას ახსენებს, ვისთან გვაქვს რეალურად საქმე".

"საზოგადოებას ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს სხვადასხვა ნომრის და ფერის პარტიები იყო და არის ერთი დიდი ბინძური სცენარის ნაწილი. გარე ძალები და აგენტურა მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ მათ რიგებში დივერსიფიცირება მოეხდინათ და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეეყვანათ შეცდომაში. უტიფრად აყრიან ქართველ საზოგადოებას თვალებში ნაცარს. გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ, სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ“, - განაცხადა კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო