პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მცდელობის მიზნით, დაზარალებულს მის საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვისა და მტკიცებულებების განადგურების მიზნით საძინებელ ოთახს ცეცხლი წაუკიდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, დაზარალებულს მის საცხოვრებელ სახლში, მოკვლის განზრახვით ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვისა და მტკიცებულებების განადგურების მიზნით საძინებელ ოთახს ცეცხლი წაუკიდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი არაერთგზის) და 187 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო