საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი აშშ-ის Pacific Council-ის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე.
„ხაზი გაესვა საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს და მის მნიშვნელობას ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.