საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 2026 წლის 28-29 სექტემბერს, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თანახმად, ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.