გიგა ფარულავა - „ოცნება“ გასულია რაციონალური ჩარჩოდან, არ არის გამორიცხული, რომ დაჩქარებული ტემპით მიიღონ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვაზე - შედეგის მიუხედავად, ვეცდებით, ბრძოლა გავაგრძელოთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ფარულავა არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიები აკრძალოს და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღება დაჩქარებული ტემპით მოხდეს.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ გიგა ფარულავა აცხადებს, რომ „ოცნება“ გასულია რაციონალური ჩარჩოდან.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ექნება შესაბამისი დღის წესრიგი, რომლითაც ეცდებიან გააგრძელონ ბრძოლა.

„ნამდვილად არ გამოვრიცხავ, [ოპოზიციური პარტიები აკრძალონ], „ოცნება“ გასულია ყველანაირი რაციონალური ჩარჩოდან. რეალური მიზეზია ის, რომ გააჩუმოს ყველა, მას არ სჭირდება სხვა ოპოზიციური პარტიები. ზოგადად „ქართულ ოცნებას“ სჩვევია სიარული ზღვარზე. ზღვარზე ივლის რაღაც შედეგის მისაღებად.

„ოცნება“ გასულია ყველანაირი ჩარჩოდან. ალბათ, ყველასთვის წარმოუდგენელი იყო სამი წლის წინ ჩვენ გვემსჯელა იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მიიღებდა კანონს, რომლითაც ტროტუარზე დგომის გამო დააკავებდნენ ადამიანებს, პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა იქნებოდა, შემდეგ ერთი წლით პატიმრობა. ადამიანს გამოხატვის თავისუფლების გამო დააკავებენ და ერთი წლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ორი-სამი წლით ადრე ამაზე რომ გვემსჯელა, ალბათ, ვიტყოდით, რომ ამას არ გააკეთებდა. მაგრამ დღეს „ქართულ ოცნებას“ ყველანაირი ზღვარი დარღვეული აქვს. არ არის გამორიცხული ის, რომ თუნდაც დაჩქარებული ტემპით მოხდეს ამ საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღება.

ჩვენ ვართ პოლიტიკური პროცესის წარმომადგენელი, ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რა პოლიტიკურ ველზე ვართ, ვისთან და როგორი ბრძოლა გვიწევს, როგორი არასამართლიანი ბრძოლა. შესაბამისად, შედეგი დადგება თუ არ დადგება, ჩვენ გვექნება შესაბამისი დღის წესრიგი, რომლითაც ვეცდებით, მაქსიმალურად გავაგრძელოთ წინსვლა და ბრძოლა“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო